საქმიანობა და მისია

საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაცა „GIRCA“  წარმოადგენს კომერციული (ბიზნეს) ორგანიზაციებისა და ინდივიდუალური მეწარმეების არაკომერციულ,  ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომლებიც საავტომობილო ტრანსპორტით ახორციელებენ სატვირთო და (ან) სამგზავრო გადაზიდვებს, ასევე აერთიანებენ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ხელს უწყობენ  აღნიშნული გადაზიდვების განვითარებაში.

ასოციაცა «GIRCA»  შეიქმნა 1992 წლის 31 მარტს 14 სატრანსპორტო კომპანიის ინიციატივით.

ამჟამად, ასოციაცია «GIRCA» აერთიანებს 300 მეტ საავტომობილო გადამზიდავ კომპანიას.

1992 წლიდან ასოციაცია «GIRCA» შედის საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის კავშირის (IRU, შვეიცარია) შემადგენლობაში და ასრულებს საგარანტიო გაერთიანების ფუნქციებს საქართველოს ტერიტორიაზე.

 

ასოციაცია «GIRCA»-ს საქმიანობის მიზანია:

საქართველოსა და საერთაშორისო  საავტომობილო გადაზიდვების ხელშეწყობა ტრანსპორტით ტვირთებისა და მგზავრების ტრანსპორტირების

  • საქართველოში საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთებისა და მგზავრების ტრანსპორტირების, ასევე საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის განვითარების ხელშეწყობა;
  • საავტომობილო გადამზიდავთა ინტერესების კომპლექსური დაცვისა და  მათი  ინფორმირებულობის უზრუნველყოფა, ასევე საკონსულტაციო მომსახურება;
  • გადამზიდავთა სატვირთო და სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების მოდერნიზაციის ხელშეწყობა;
  • იმ მძღოლების პროფესიონალური მომზადებისა და გადამზადების ორგანიზება, რომლებიც აწარმოებენ ტვირთებისა და მგზავრების ტრანსპორტირებას, მათ შორის საერთაშორისო გადაზიდვებში.
  • საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების სფეროში სამეცნიერო-კვლევითი  სამუშაოების ჩატარება;
  • საავტომობილო გადაზიდვების, მათ შორის, საერთაშორისო მიმოსვლაში ტვირთებისა და მგზავრების ტრანსპორტირების მარეგულირებელი წესების შემუშავება, და სატრანსპორტო მომსახურების ბაზარზე საერთაშორისო გადაზიდვებში გადამზიდავთა მიერ ჯანსაღი კონკურენციის პირობების დაცვის პოლიტიკის გატარება.

მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებების რეალიზაციისათვის ასოციაცია «GIRCA»  სახელმწიფო მართვის ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მონაწილეობას იღებს საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვების მარეგულირებელი სატრანსპორტო, საბაჟო, საგადასახადო კანონმდებლობის ფორმირებაში. საერთაშორისო და ნაციონალურ დონეზე მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ორგანიზაციებში, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია საავტომობილო ტრანსპორტთან.

ასოციაციის მართვის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს ასოციაციის წევრთა საერთო კრება, რომელიც მოიწვევა წელიწადში ერთხელ. საერთო კრება შეიძლება მოწვეულ იქნას პრეზიდენტის ან წევრთა ერთი მეათედის წერილობითი მოთხოვნით, კრების დღის წესრიგის მითითებით.

საერთო კრებებს შორის ასოციაციის მუდმივმოქმედ ხელმძღვანელ ორგანოს წარმოადგენს გამგეობა.

 

ასოციაციის აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენს სამდივნო.

 

ასოციაციის პრეზიდენტი - გია წიფურია

გენერალური მდივანი - ნინო ჩხეიძე

GIRCA
საქართველოს საერთაშორისო
საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაცა
ასოციაციის წევრები
  • წევრები
  • გაწევრიანება
კონტაქტი
მისამართი
თბილისი, ა. ყაზბეგის გამზირი 12ა
ელ-ფოსტა
girca@girca.org
ტელეფონი
0322334777