გაფორმების ეკონომიკური ზონა (გეზ) - თბილისი;
✔ გაფორმების ეკონომიკური ზონა (გეზ) - ბათუმი;
✔ გაფორმების ეკონომიკური ზონა (გეზ) - ფოთი;
✔ გაფორმების ეკონომიკური ზონა (გეზ) - აეროპორტი;
✔ დოკუმენტური კონტროლისა და ოქროს სიის მონაწილის საქონლის გაფორმების განყოფილება;
✔ სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილება;
✔ თელავის განყოფილება;
✔ ახალციხის განყოფილება;
✔ ქუთაისის განყოფილება;
✔ რუსთავის განყოფილება.
გაფორმების ეკონომიკური ზონა“ („გეზ“-ი) განთავსებულია თბილისში, ბათუმსა და ფოთში, აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით და ელექტრონული საშუალებებით, სპეციალურად დაგეგმარებული ავტოსადგომით ასეულობით სატვირთო ავტომანქანაზე.
საბაჟო დეკლარაციის შევსება, ტვირთის გაფორმება, დათვალიერება და ექსპერტიზის ჩატარება შესაძლებელია ასევე სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილებაში და რუსთავის, თელავის, ახალციხის, და ქუთაისის განყოფილებებში.
თქვენ შეგიძლიათ საქონელი მოაქციოთ შემდეგ სასაქონლო ოპერაციებში: იმპორტი, ექსპორტი, საწყობი, რეექსპორტი, დროებითი შემოტანა, საქონლის შიდა გადამუშავება, საქონლის გარე გადამუშავება და ტრანზიტი.
შესაძლებელია სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილებულ ტვირთებზე საბაჟო დეკლარაციის შევსება და გაფორმება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შეგიძლიათ გააფორმოთ ტვირთი ელექტრონულად, გაფორმების სამმართველოში მოუსვლელად შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე დოკუმენტების ატვირთვით და გადაიხადოთ მომსახურების საფასური თქვენთვის ხელსაყრელ დროსა და ადგილზე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
გეზ „თბილისი: +99532 2262810;+99532 2262811;
გეზ „აეროპორტი“:+99532 262774;
გეზ „ბათუმი“ +99532 2262755; +99532 2262756;
გეზ „ბათუმის პორტი“ +99532 2262819;
გეზ „ფოთი“ +99532 2262858
რუსთავი: +995 32 262111
თელავი: +995 32 226 23 29
ახალციხი: +995 32 226 21 28
ქუთაისი: +995 32 226 18 99
სასაზღვრო საბაჟო გამშვები პუნქტები და საბაჟო კონტროლის ზონები
საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთა საბაჟო ორგანოების სამუშაოს დროს დაიშვება იმ ადგილებში, რომელიც წინასწარ არის განსაზღვრული (სამუშაო დღეებში 0900 სთ-დან 1800 სთ-მდე ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტში, გარდა „წითელი ხიდისა“, „სადახლოს“, „გარდაბნის“, „ახკერპის“, „გუგუთის“, „მტკვრის“, „ლაგოდეხის“, „სამთაწყაროს“, „ყაზბეგის“, „ვალეს“, „ნინოწიმინდის“, „თბილისის აეროპორტის“, „სარფის“, „ბათუმის აეროპორტის“, „ქუთაისის აეროპორტის“, „სენაკის აეროპორტის“, „ბათუმის პორტის“ და „ფოთის პორტისა“, სადაც სამუშაო დრო განსაზღვრულია 24 სთ-ით). სხვა ადგილებში ან საბაჟო ორგანოების არასამუშაო დროს საქონლითა და სატრანსპორტო საშუალებებით საზღვრის გადაკვეთა დასაშვებია საბაჟო დეპარტამენტთან წერილობითი შეთანხმებით.
საქართველო-აზერბაიჯანის საბაჟო გამშვები პუნქტების ნუსხა

საქართველო-სომხეთის საბაჟო გამშვები პუნქტების ნუსხა
საქართველო-აზერბაიჯანის საბაჟო გამშვები პუნქტების ნუსხა
|