ასოციაციას ჰყავს ნამდვილი, ასოცირებული და საპატიო წევრები. ასოციაციის წევრი შეიძლება გახდეს საავტომობილო გადაზიდვებით დაკავებული, საქართველოში რეგისტრირებული ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელიც თავის საქმიანობაში იხელმძღვანელებს ასოციაციის წესდებით, შეიტანს საწევრო შენატანებს და მონაწილეობას მიიღება ასოციაციის საქმიანობაში.
ასოციაციაში გაწევრიანებამდე პირი ვალდებულია ფლობდეს ქვემოთჩამოთვლილ დოკუმენტაციას, რომელიც სისტემატურად უნდა გაანახლოს მათში რაიმე ცვლილებებისთანავე, ან დოკუმენტით განსაზღვრული ვადის ამოწურვისთანავე:
საჭირო დოკუმენტაცია:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
- საბანკო რეკვიზიტები
- იურიდიული და ფაქტიური მისამართი
- დირექტორების და პარტნიორების საცხოვრებელი და/ან სარეგისტრაციო მისამართები
- დირექტორების და პარტნიორების პირადობის მოწმობის ასლები, საკონტაქტო ტელეფონები, ელექტრონული ფოსტის მისამართები
- პირის მართლზომიერ მფლობელობასა და განმგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებათა და მისაბმელთა მონაცემები და მათი სარეგისტრაციო მოწმობათა ასლები,რომელთა მეშვეობითაც იგი აპირებს საერთაშორისო გადაზიდვების წარმოებას
- საბანკო ან სხვა სახის გარანტია TIR – რეჟიმში დაშვების მოთხოვნათა შესაბამისად
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, რომ მას არ გააჩნია დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ
- ნასამართლეობის ცნობა
- CPC მენეჯერის დიპლომი / ხელშეკრულება მენეჯერთან
- დაშვების სერტიფიკატი
- შტამპი (შტამპის ნიმუშის ჩამოტვირთვა)
იმ შემთხვევაში როცა განმცხადებელი აკმაყოფილებს მოთხოვნებს ხელი ეწერება საავტომობილო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირის (IRU)-ს მიერ დაწესებული ფორმის დეკლარაცია- ვალდებულებას, რის შემდგომ ასოციაციამ უნდა მიანიჭოს TIR მფლობელის საიდენტიფიკაციო ნომერი (ID), (შემდგომში მფლობელი საიდენტიფიკაციო კოდი). ეს რიცხვი უნდა იყოს შემდეგი სახით GEO/054/H ... X, სადაც ნაწილები გამოყოფილია ერთმანეთისგან, „/“, და აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
GEO - ქვეყანის სამ ასოიანი აბრევიატურა, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ISO)-ს კლასიფიკაციის შესაბამისად;
054 - ასოციაციის სამ ციფრიანი კოდი, რომელიც აძლევს TIR-ის მფლობელს ავტორიზაციას IRU-ს კლასიფიკაციის მიხედვით;
X. .. X - რიგითი ნომერი, რომელიც ენიჭება TIR -ის მფლობელს TIR კონვენციის დანართი 9, ნაწილი 2-ის შესაბამისად;
ასოციაციის ყოველწლიური წევრობის საფასურია 1500 ლარი (რეკვიზიტების ჩამოტვირთვა).
ასოციაციის ასოცირებულ წევრად მიღება ხდება გენერალური მდივნის გადაწყვეტილებით
განაცხადი შესაძლებელია შეივსოს ელექტრონულად, წევრობის ელექტრონული განაცხადის საშუალებით.