ხშირად დასმული კითხვები

კუმულაციური პირობები (მუხლი 1):

ორი ქვეყნიდან სულ ცოტა ერთი ქვეყანა (ქვეყანა, სადაც ტვირთი მიღებულ იქნა გადასაზიდად ან ტვირთის მიწოდებისთვის განსაზღვრული ქვეყანა) უნდა იყოს CMR კონვენციის ხელმომწერი მხარე;

ტვირთის გადასაზიდად მიღების ადგილი და დანიშნულების ადგილი ორ სხვადასხვა ქვეყანაში უნდა იყოს;

ტვირთვის გადაზიდვა უნდა სრულდებოდეს გადამზიდავისგან განსხვავებული პირისთვის (ე.ი. გადაზიდვა ფინანსური ანაზღაურების ფასად);

გადაზიდვის სულ ცოტა ერთი ნაწილი უნდა სრულდებოდეს საავტომობილო ტრანსპორტით;

ეს პირობები არ მიესადაგება რიტუალურ ტვირთებს, საფოსტო გადაზიდვებს და ავეჯის გადაზიდვას.


CMR კონვენცია წარმოადგენს საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტრუმენტს; იგი დამტკიცდა 1956 წელს და არეგულირებს სახელშეკრულებო ურთიერთობებს ტვირთგამგზავნს, გადამზიდავსა და ტვირთმიმღებს შორის, ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვისას. უნდა აღინიშნოს, რომ CMR კონვენციის დებულებებს უპირატესობა ენიჭება მაშინაც, როდესაც დაინტერესებული მხარეები ხელშეკრულებაში საწინააღმდეგოს ითვალისწინებენ.


ტირ კარნეტი იბეჭდება ფრანგულ ენაზე, გარდა გარეკანისა, რომლის რუბრიკები იბეჭდება აგრეთვე ინგლისურ ენაზე. ტირ კარნეტით სარგებლობის წესები სრულდება ინგლისურ ენაზე ამავე ყდის მესამე გვერდზე. გარდა ამისა, შეიძლება დაემატოს გვერდები ტექსტის სხვა ენაზე თარგმნით.

მანიფესტი შეივსება გაგზავნის ქვეყნის ენაზე, თუ საბაჟო ორგანოები არ დაუშვებენ სხვა ენის გამოყენებას. სხვა ქვეყნის საბაჟოები, რომელთა ტერიტორიაზეც ხორციელდება გადაზიდვა, ინარჩუნებენ უფლებას მოითხოვონ მანიფესტის თარგმნა მათი ქვეყნის ენაზე. შეფერხებების თავიდან ასაცილებლად გადამზიდავებს ეძლევათ რეკომენდაცია, რომ თან იქონიონ საჭირო თარგმანები


ტირ კარნეტის გამოყენებით გადამზიდველი პასუხისმგებლობას იღებს წარუდგინოს ტვირთი საბაჟო ხელისუფლებას დანიშნულების პუნქტში, ან გადაიხადოს ტვირთთან დაკავშირებული ყველა ბაჟი, გადასახადი, პენია და ჯარიმა, თუ ტირ კარნეტი სწორად არ არის დახურული. მართალია, ტირ კარნეტების დიდი უმრავლესობა გამოიყენება ყოველგვარი პრობლემის გარეშე, მაინც არსებობს ფინანსური რისკი მფლობელისთვის და ამიტომ ტირ ოპერაციებში მონაწილე პირებმა აუცილებელია იცოდნენ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პროცედურების სწორად შესრულება და ტვირთზიდვების აკურატული აღრიცხვიანობის წარმოება.

დეტალურად გადამზიდველის ვალდებულებები მოცემულია სატრანსპორტო კომპანიის ვალდებულებათა დეკლარაციაში საბაჟო ტირ სისტემაში დაშვებისა და ჩვეულებრივი ტირ კარნეტების გამოყენების ნებართვის მისაღებად.


ყოველი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აწარმოებს საერთაშორისო ტვირთზიდვას, საბაჟო ორგანოების მიერ დაშვებულ უნდა იქნეს ამ სახის გადაზიდვისათვის. ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვებზე საბაჟო უზრუნველყოფით (ბეჭედი და ლუქები) დაიშვებიან მხოლოდ ისეთი სატრანსპორტო საშუალებანი, რომელთა სატვირთო განყოფილება იმგვარად არის კონსტრუირებული, რომ:

  • შეუძლებელია სატრანსპორტო საშუალების დაბეჭდილი ნაწილიდან ტვირთის ამოღება ან ჩატვირთვა საბაჟო ბეჭდის ან ლუქის გატეხვის ან დაზიანების შესამჩნევი კვალის დატოვების გარეშე;
  • საბაჟო ბეჭედი და ლუქები იდება მარტივად და საიმედოდ;
  • სატვირთო განყოფილებაში არ არის ტვირთის შესანახი ფარული ადგილი;
  • ტვირთის დასაწყობი ნებისმიერი ადგილი მისაწვდომია საბაჟო კონტროლისათვის.

ყოველ დახურულ საბაჟო სათავსოზე (ტენტიანი სატვირთო ავტომობილით, ტენტიანი მისაბმელი, ტენტიანი ნახევარმისაბმელი, ფურგონი, რეფრიჟერატორი და ა.შ) საბაჟო ორგანოს მიერ გაიცემა სერტიფიკატი, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება ვარგისია ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვებისათვის გამოსაყენებლად. სერტიფიკატის ბლანკი დაბეჭდილია იმ ქვეყნების ენაზე, რომელმაც გასცა იგი, აგრეთვე ინგლისურ ენაზე. M სერტიფიკატი გაიცემა 2 წლის ვადით და შეივსება ბეჭდური წესით. პუნქტ 7-ში აღნიშნულია მოქმედების ვადა

GIRCA
საქართველოს საერთაშორისო
საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაცა
ასოციაციის წევრები
  • წევრები
  • გაწევრიანება
კონტაქტი
მისამართი
თბილისი, ა. ყაზბეგის გამზირი 12ა
ელ-ფოსტა
girca@girca.org
ტელეფონი
0322334777