CAREC-ის ინსტიტუტი (CI), პეკინის ეროვნულ ინსტიტუტთან (BNAI) და პეკინის უნივერსიტეტის სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობისა და განვითარების ინსტიტუტთან (ISSCAD) თანამშრომლობით, აცხადებს ნაშრომების მიღებას მე-6 ყოველწლიური კვლევითი კონფერენციისთვის.
კონფერენცია ჩატარდება 2026 წლის ნოემბრის ბოლოს, ჩინეთში, ქალაქ პეკინში, თემით: „საზღვრისპირა მმართველობის დაკავშირება: ციფრული კავშირი, ინვესტიციები და რეგიონული ინტეგრაცია მდგრადი განვითარებისთვის“.
ორგანიზატორები იწვევენ მეცნიერებს, მკვლევარებს, პრაქტიკოსებსა და შესაბამისი სფეროს ექსპერტებს ორიგინალური კვლევითი სტატიების, ქეისებისა და მიმოხილვითი ნაშრომების წარსადგენად.
ნაშრომები მიიღება შემდეგი 5 მიმართულებით:
-
ციფრული კავშირი და რეგიონული ინტეგრაცია
-
ინვესტიციები მდგრადი განვითარებისთვის
-
ციფრულიზაცია და სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობა
-
სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობა და ინოვაციების ტრანსფერი
-
ციფრული და მდგრადი ტრანზიციების მართვა
მნიშვნელოვანი თარიღები:
-
1 ივნისი: თეზისების (Abstract) წარდგენა
-
1 ივლისი: შეტყობინება მიღების შესახებ
-
1 სექტემბერი: ნაშრომის პირველი ვერსიის წარდგენა
-
25 დეკემბერი: საბოლოო ვერსიის (Final Draft) წარდგენა
მოთხოვნები ნაშრომების მიმართ:
-
ენა: ინგლისური
-
მოცულობა: გაფართოებული თეზისები – 1500 სიტყვამდე; სრული ნაშრომები – 7000 სიტყვამდე.
-
შედეგი: შერჩეული მაღალი ხარისხის ნაშრომები წარდგენილი იქნება კონფერენციაზე და გამოქვეყნდება 2027 წლის ყოველწლიურ წიგნში ან კრებულში.
კონტაქტი და დამატებითი ინფორმაცია: